„შაბათის სკოლის“ მე-5 და მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური!

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, 

9 მაისს კომაროვის სკოლაში „შაბათის სკოლის“ მე-5 და მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართება.

ოლიმპიადა დაიწყება 11:00 საათზე, რეგისტრაცია (ადგილზე) დაიწყება 10:30 საათიდან.

მე-5 კლასის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ მე-5 კლასის ოლიმპიადის პირველ ტურში, დააგროვეს 13 ან მეტი ქულა და შედეგებით მოხვდნენ ასეულში ან გაიმეორეს მეასე მოსწავლის შედეგი (113 მოსწავლე).

მე-6 კლასის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობას მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ მე-6 კლასის ოლიმპიადის პირველ ტურში, დააგროვეს 12 ან მეტი ქულა და შედეგებით მოხვდნენ ასეულში ან გაიმეორეს მეასე მოსწავლის შედეგი (138 მოსწავლე).

ფინალურ ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურულბოლოიანი ტესტი, რომელშიც იქნება 25 ამოცანა. სამუშაო დრო -2,5 საათი.

მოსწავლეს უნდა ჰქონდეს რვეული შავი სამუშაოსთვის და საწერი კალამი. სასურველია, იქონიოს წყალი ( ერთჯერადი ბოთლით ).

ოლიმპიადის პირველ ტურთან დაკავშირებული და ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

მე-5 კლასი

მე-6 კლასი

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ